დღის განრიგის მნიშვნელობა

იკითხება 3 წუთში. ყველა ბავშვს, მოზარდსა თუ ზრდასრულ ადამიანს სჭირდება დღის განრიგი, გარკვეული გეგმა, რათა თავისი ენერგია და დრო ეფექტურად გადაანაწილოს, ამოცანები დაგეგმოს და ნაყოფიერად შეასრულოს.ყოველდღიური საქმიანობის დაგეგმვა ჩვენს ცხოვრებას არც მოსაბეზრებელსა და მოსაწყენს გახდის, არც მშრალ, წინასწარ განსაზღვრულ რუტინად გადააქცევს. არასწორად გვგონია, რომ დღის გრაფიკი მრავალფეროვნებისა და შემოქმედებითობის საწინააღმდეგო პირობაა.